fbpx

დავით შერაზადიშვილმა ქალაქ ბოლნისში გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო


ა(ა)იპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ ორგანიზებით, ქალაქ
ბოლნისში, ე.წ. ,,მომავლის ბაღში“, გამწვანების აქცია მოეწყო. გამწვანების აქციის
ფარგლებში, 11 ჯიშის 1050 ძირი ხე დაირგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,
მიიღო.
„ყოველთვის სიხარულით ვუერთდები გამწვანების აქციებს. დღეს ქალაქ ბოლნისში
რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა ჯიშის ხე დავრგეთ. ახლად დარგული ნერგების
მოვლა-პატრონობას კი მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური გააგრძელებს.
გარემოზე ზრუნვა ჩვენი პასუხისმგებლობაა და გამწვანების აქციებს ჩვენ მომავალშიც
არაერთხელ მოვაწყობთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება