fbpx

პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშია ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს

პარლამენტში მოშიმშილე თემურ ჯანაშია ოჯახის წევრებმა სახლში წაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება ოჯახმა ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც „ქრონიკას“ პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები და მოშიმშილეები მათი მონიტორინგის ქვეშ არიან. თემურ ჯანაშიას ბოლო ანალიზების მიხედვით, შიმშილობის გაგრძელება საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს. ამიტომ ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა დღეს დავით კირკიტაძემაც შეწყვიტა. ამავე მიზეზით კი შიმშილობა 18 დეკემბერს აბდულა ისმაილოვმა შეწყვიტა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება