fbpx

დაბა ადიგენის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ნაძვის ხის ანთებას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა.

„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ტრადიციულად ახალი იმედებით, სურვილებითა და მოლოდინით ვხვდებით ახალ წელს და მჯერა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისა თუ იდეის განხორციელებას შევძლებთ ერთად მომავალი წლის განმავლობაში“- მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს.
დაბაში არსებული მთავარი ნაძვის ხის ანთება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება