fbpx

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას ოპოზიციამ საპროტესტო პლაკატები გაშალა

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაიწყო. მინისტრის სიტყვის დაწყებიდან რამდენიმე წამში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტრიბუნასთან მივიდნენ და მინისტრის წინ საპროტესტო პლაკატები გაშალეს.

პროტესტს შეუერთდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც საპროტესტო ბანერი გაშალეს.

მომხდარის გამო რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგადაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მინისტრის მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება