fbpx

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები BlackRock-ის ოფისში შეიჭრნენ

საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. გუშინ დემონსტრანტები შეიჭრნენ შენობაში, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის ოფისია განთავსებული. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრიან აქციის მონაწილეები საკვამლე ყუმბარებს. 100-მდე ადამიანი, მათ შორის რამდენიმე პროფკავშირის წარმომადგენელი შენობის პირველ სართულზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და რეფორმის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდა. CNN-ის ცნობით, BlackRock-ის ოფისი მესამე სართულზე მდებარეობს.

17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო. კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეფორმაა.

სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება