fbpx

ნანა კაკაბაძე: საქართველოს შემთხვევაში მარცხით დასრულდა აშშ-ს ყველა მცდელობა, ხელისუფლებისკენ გზა გაეხსნათ იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც მათი ინტერესების შემთხვევაში იმოქმედებდნენ საქართველოს საზიანოდ

„აშშ ღიად ჩაება საქართველოს ხელისუფლებისათვის სასურველი მონა-მორჩილი პოლიტიკოსების მოყვანისთვის ბრძოლაში, ღიად მოითხოვა კონტროლი ჩვენი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებაზე, რადგან მათთვის სასურველი მონა-მოსამართლეები აქტიურად დაეხმარებიან მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო ბატალიების დროს, როდესაც რომელიმე საარჩევნო უბანზე მათთვის არასასურველი შედეგები სასამართლოში გასაჩივრდება წაგებული ოპოზიციის მიერ და მათი მოსამართლეები ერთი ხელის მოსმით გააბათილებენ ამ საარჩევნო უბნების შედეგებს,“-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, მოსამართლეეების სანქცირების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ აშშ-ს არასოდეს აღელვებდა წლების მანძილზე პროკურატურის ჯიბეში მყარად და ღრმად ჩასმული სააკაშვილის დროინდელი სასამართლო, პირიქით, მაშინ ეს „დემოკრატიის შუქურის“ ერთ-ერთ ნიშნად ითვლებოდა.

მისივე თქმით, ისინი მუდმივად მფარველობდნენ და დღესაც მფარველობენ მართლმსაჯულების სისტემის ჯალათს ზურაბ ადეიშვილს.

„დონალდ ტრამპი:
„სახეზეა მართლმსაჯულების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის“
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ 46-ე პრეზიდენტის მმართველობის დროს აშშ-ს ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის იყენებს. ნებისმიერი ობიექტური და ოდნავ გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ ქალთან 17 წლის წინანდელი ინტიმური ურთიერთობისა და მასთან 7 წლის წინანდელი შესაძლო ფინანსური გარიგების წინა პლანზე წამოწევის მიზანი მხოლოდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დანგრევაა, მით უმეტეს, როდესაც სასამართლო სხდომა 8 თვის შემდეგ, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდისთვის ჩაინიშნა. მოკლედ, აშკარაა ხელისუფლებისათვის ბრძოლაში მართლმსაჯულების გამოყენების ტაქტიკა.
ამავე ტაქტიკით მოქმედებს აშშ საქართველოში მათთვის სასურველი ხელისუფლების მოსაყვანად. ჩვენს შემთხვევაში მარცხით დასრულდა აშშ-ს ყველა მცდელობა, ხელისუფლებისკენ გზა გაეხსნათ იმ პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც იქნებოდნენ ყურმოჭრილი მონები და მათი ინტერესების შემთხვევაში იმოქმედებდნენ, საქართველოს საზიანოდ. არ ჩამოვთვლით ამ მიმართულებით მათ ყველა ქმედებას – დაწყებული სააკაშვილისა და მისი ანტიდემოკრატიული რეჟიმის შემქმნელებით და დამთავრებული საქართველოს ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებაზე ჩასაფრებული პოზიციით – იქნებოდა ეს რაიმე კანონის მიღება თუ უკრაინასთან მიმართებით დაბალანსებული მხარდაჭერა.
აშშ-ს არასოდეს აღელვებდა წლების მანძილზე პროკურატურის ჯიბეში მყარად და ღრმად ჩასმული სააკაშვილის დროინდელი სასამართლო, პირიქით, მაშინ ეს „დემოკრატიის შუქურის“ ერთ-ერთ ნიშნად ითვლებოდა. ისინი მუდმივად მფარველობდნენ და დღესაც მფარველობენ მართლმსაჯულების სისტემის ჯალათს ზურაბ ადეიშვილს. არც ციხეთა სისტემაში არსებული სადისტური რეჟიმი უფრთხობდა მათ ძილს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თურმე გამოიძია და დაინახა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციაა, დარწმუნდა, რომ ამ კორუფციის სათავე 4 მოსამართლეა და ისინი დაასანქცირა.
„ეგ ჩვენი საქმეა, საიდან ვიცით ეს ყოველივე, თქვენ ამას არ გეტყვით“ – გვიცხადებენ ჭეშმარიტების ცოდნის უმაღლეს კვარცხლბეკზე შესკუპებული ამერიკელები და მათ მონამორჩილ აქაურ აგენტებს არც აინტერესებთ კონკრეტული მტკიცებულებები – მთავარია, რომ ვაშინგტონის ცკ-მ გადაწყვეტილება მიიღო და მათ ხომ არ შეეშლებოდათ? ცკ ყოვეთვის მართალია, მათ გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა და შეკითხვის დასმაც დიდი მკრეხელობაა. ახლა მთავარია ცკ-ს გადაწყვეტილების შესასრულებლად დაირაზმონ მთელი „პროდასავლური“ სანაცეთი და აიძულონ მოსამართლეები, რომ „ამხილონ“ კორუმპირებულები.
მთავარი ხომ ის არის, თუ ვინ ფლობს ძალაუფლებას. ამ მძლავრი ნაბიჯით ამერიკამ უნდა ხელი შეუწყოს ისეთი მდგომარეობის ჩამოყალიბებას, როცა რეალური ძალაუფლება ხელისუფლებას კი არა, მათ ოპონენტებს გააჩნიათ. მერე რევოლუციაც ადვილი დასაწყებია და სახელმწიფო გადატრიალებაც.
უახლესი ისტორიიდან კარგად ვიცით, როგორ მომზადდა საქართველოში ხელისუფლებების შეცვლის წინაპირობები 1990, 1992, 2003 და 2012 წლებში, თუმცა, თუ 1990 და 2012 წლებში ამის წინაპირობები ბუნებრივად არსებობდა და ეს სავსებით ლეგიტიმური ფორმებით მოხდა, 1992 და 2003 წლებში ეს გარედან უშუალო ჩარევიებით განხორციელდა და ამიტომაც ამ ცვლილებებმა მიიღეს სახელმწიფო გადატრიალების სახე.
მოკლედ, აშშ ღიად ჩაება საქართველოს ხელისუფლებისათვის სასურველი მონა-მორჩილი პოლიტიკოსების მოყვანისთვის ბრძოლაში, ღიად მოითხოვა კონტროლი ჩვენი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებაზე, რადგან მათთვის სასურველი მონა-მოსამართლეები აქტიურად დაეხმარებიან მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო ბატალიების დროს, როდესაც რომელიმე საარჩევნო უბანზე მათთვის არასასურველი შედეგები სასამართლოში გასაჩივრდება წაგებული ოპოზიციის მიერ და მათი მოსამართლეები ერთი ხელის მოსმით გააბათილებენ ამ საარჩევნო უბნების შედეგებს.
მოკლედ, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წამოეგება საზოგადოება გადაგდებულ ანკესს და რამდენად შეუწყობს ხელს ნებით თუ უნებლიედ სახელმწიფო გადატრიალებისათვის პირობების შემზადებას. თუ საზოგადოება არ გაიყიდება ლამაზ დაპირებებზე და ფოჩიან კანფეტებზე, თუ მზად იქნება საკუთარი ქვეყნის ინტერესების აქტიურად დასაცავად, ვერანაირი მანიპულაციები და უსინდისო ცილისწამებები ვერ გამოიღებს შედეგს და ნაცების ჯოჯოხეთის განმეორების საფრთხე საქართველოში ისვე იქნება განეიტრალებული, როგორც ეს ქართულმა საზოგადოებამ არაერთხელ მოახერხა ბოლო ათწლეულში.“- წერს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება