fbpx

ოფეთი-დაფნარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ოფეთი-დაფნარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,საგზაო” ასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელთან ,ირაკლი ოჩხიკიძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ბახტაძე -,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციას, ბეტონის საფარით ეწყობა ორი სოფლის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა, რათა ადგილობრივებმა უფრო მოკლე დროში, უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლონ გადაადგილება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება