fbpx

ორი წლის განმავლობაში პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება-ნინო გიორგობიანი

დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი Facebook-ზე წერს

„დღესაც და ხვალაც მე ყოველთვის, ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს“ – პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს განცხადება, რომელიც პრემიერმა ერთ-ერთი ღონისძიების დროს გააკეთა, ყველას კარგად დაგვამახსოვრდა და ვთვლი, რომ მის დამოკიდებულებას ქვეყნისადმი ყველაზე კარგად გამოხატავს.

დღეს ორი წელი გავიდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე პარლამენტმა დაამტკიცა. ორი წლის განმავლობაში კი პრემიერმა საქმით დაამტკიცა, რომ ქვეყანას ემსახურება.

მოკლედ მინდა შეგახსენოთ მხოლოდ სოციალური პოლიტიკის მიმართულებით რა ნაბიჯები გადაიდგა:
გაზრდილი ხელფასები, პენსიები და სოციალური დახმარებები. ძალოვნებს ჯამში ხელფასი გაეზარდათ 30%-ით, საჯარო მოხელეებს 20%.-ით.
სოციალურად დაუცველ ბავშვებს 200 ლარიანი დახმარება დაენიშნათ – ჯამში 500 მილიონი ლარი გამოიყო.
გაიაფდა მედიკამენტები: თურქეთის ბაზრის გახსნამ წამლები 60-დან 80%- ით გააიაფა, რის შედეგადაც მოსახლეობას 200 მილიონი დაეზოგება.
მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება.
ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, ზედიზედ ორჯერ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს.
2022 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლები იყო – 3 მილიარდ 517 მილიონი აშშ დოლარი, რაც პანდემიამდელ – 2019 წლის მონაცემს გადააჭარბა.
უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.
აქტიურ ფაზაშია პროგრამა „განახლებული რეგიონები“ – რომელიც 63-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს, პირველ ეტაპზე იხარჯება დაახლოებით 500 მილიონი ლარი. ხორციელდება უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი – სკოლების და ბაღების, სოფლის გზებისა თუ ავტობანების მშენებლობა.
ისტორიული პროექტების დაწყებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდება: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება და სამუშაოები წელსვე დაიწყება.

საქართველოში არსებული ეკონომიკური წარმატება, სტაბილურობა და წინსვლა არის ერთ-ერთი მთავრი თემა, რაზეც პრემიერი საერთაშორისო ვიზიტების დროს პარტნიორებთან საუბრობს: აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიასა და არაბულ ქვეყნებში, მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეის დებატებში. ამავდროულად მაღალი დონის სტუმრებს საქართველოში მასპინძლობს. ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

ბოლოსკენ რომ შევაჯამო, მოკლე რეზიუმე – დღეს ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანა ჩაიბარა მინუსიანი ეკონომიკით, ბიუჯეტის დეფიციტით 9,3%, მშპ 50 მლრდ, ხოლო 2 წლის მუშაობის შედეგად – 2023 წლის ბოლოს მშპ – 80 მლრდ ლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8 000 დოლარზე მეტი იქნება, ლარი დასტაბილურდა. 2 წელი ზედიზედ ორნიშნა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდაა.

რთულია ერთ პოსტში ყველაფრის გადმოცემა, ამიტომაც გასულ წელს ამ დღეს დაწერილი პოსტსაც გიზიარებთ“, – წერს ნინო გიორგობიანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება