fbpx

ა, ბატონო, ამერიკული კანონი, თუ გინდათ, ამას დაუჭირეთ მხარი-ირაკლი კობახიძე

თავიდანვე არასწორად ააგეს კამპანია. თქვეს, რომ ეს არის არა ამერიკული, არამედ რუსული კანონი. ამაზე „ხალხის ძალას“ ჰქონდა პასუხი: „ა, ბატონო, ამერიკული კანონი. თუ გინდათ, ამას დაუჭირეთ მხარი“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის კრიტიკოსებზე საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ამერიკული კანონი არის კატასტროფა და მიუღებელი მისთვის, როგორც იურისტისთვის. „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ პირველ ვერსიას კი არც რუსულ და არც ამერიკულ კანონთან არავითარი კავშირი არ აქვს და ორივესგან განსხვავებით, ის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაშია.

„ბევრი ადამიანი ობიექტურად შფოთავს. მათ შორის, საკმაოდ ღიმილისმომგვრელი შემთხვევაც იყო – ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წერისთვის ერთ-ერთი კომპანიის, პირობითად რუმინული „რომპეტროლის“ თანამშრომელს უთქვამს, მეც აგენტად უნდა გამომაცხადოთო? იმდენად ყალბი კამპანია აწარმოეს ამ კანონპროექტის გარშემო. არავითარი კავშირი არ აქვს „რომპეტროლში“ მუშაობას, მის ხელმძღვანელობას, მის ოპერირებას ინიცირებულ კანონპროექტად. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ კანონპროექტის მიხედვით, არცერთ ადამიანს არ ეწოდება „უცხოური გავლენის აგენტი“. მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები არიან სუბიექტები, რომლებსაც „უცხოური გავლენის აგენტები“ ეწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება