fbpx

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი დესტრუქციული ოპოზიციის ქმედებას სოციალური ქსელით ეხმაურება:

“ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას ❌❌❌

ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად უნდა დაინახოს ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას

დავით უსუფაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსესუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსესუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად ⛔️

დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას.წერს ნინო წილოსანი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება