fbpx

ოპოზიციას რა თქმა უნდა, არც ევროპა სურს და არც „შინ ევროპისკენ“, მათ სურთ დესტრუქცია, რევოლუცია

ოპოზიციას რა თქმა უნდა, არც ევროპა სურს და არც „შინ ევროპისკენ“, მათ სურთ დესტრუქცია, რევოლუცია, ეს არ გამოდის, შემდეგ ნერვიულდებიან, ხდებიან აგრესიულები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს რადიკალურ ნაწილს ეხება, რომელმაც ჩათვალა, რომ თურმე, დეპოლარიზაციას ყველაზე კარგად ის ემსახურება, რომ უმრავლესობას გაემიჯნო და ცალკე ჩამოაყალიბო სამუშაო ჯგუფები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არაერთ სამუშაო ჯგუფში და არაერთი პროექტის შემუშავებაში, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელია ჩართული.

„უმრავლესობას, ვინც ხელისუფლებაშია არაფერი შეუძლია იმის გარდა, რომ თვითონ დაჯდეს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, შექმნას სამუშაო ჯგუფები, არ გავიდეს შვებულებაში ივლისსა და აგვისტოში, როდესაც არის საპარლამენტო შესვენება და შემოდგომას შეხვდეს უკვე კონკრეტული პროექტებით. ეს პროცესი მიმდინარეობს. არაერთ სამუშაო ჯგუფში და არაერთი პროექტის შემუშავებაში, რომელიც ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელია ჩართული. შესაბამისად, ოპოზიციის ვერცერთ წარმომადგენელს ხელისუფლება ვერ აიძულებს, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოწოდებები, რომ ჩაერთონ ამ პროცესში. სესიისთვის რომ მოამზადო პროექტი, ამისთვის საჭიროა ჯგუფების მუშაობა. არ არის აუცილებელი პარლამენტის რეგლამენტი იცოდე ზეპირად. ვინც ოდნავ მაინც იცნობს საპარლამენტო მუშაობის და პროცედურის ელემენტარულ წესებს, იცის, რომ ჯერ ჯგუფები იქმნება, ზოგჯერ ამას, კლასიკურ შემთხვევაში საკომიტეტო მუშაობის ფორმა აქვს, ამ არაორდინალურ ვითარებაში ამას დაემატა კიდევ სამუშაო ჯგუფები და მათ უნდა იმუშაონ და მოამზადონ სესიისთვის კონკრეტული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ რეკომენდაციების შესრულებას. სხვა მხრივ, რაზე უნდა იმსჯელო დღეს სესიაზე? არაფერზე ალბათ, გარდა იმისა, რომ მორიგ ჯერზე ოპონენტები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ არაკონსტრუქციული დროის ხარჯვისთვის. ამიტომაც, როგორც არის საპარლამენტო პროცესი, ისე მიდის პროცედურა. მთავარია, რომ ეს ორი თვე ძალიან აქტიურია და უმრავლესობას, რომელსაც აფრთხილებდნენ, რომ არ დაესვენათ, იქით სჭირდება ოპოზიციის მუდარა ხანდახან, რომ მოდი და ჩაერთე ამ პროცესში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციის სახეს, რომელსაც რა თქმა უნდა, არც ევროპა სურს და არც „შინ ევროპისკენ“, მათ სურთ დესტრუქცია, რევოლუცია, ეს არ გამოდის, შემდეგ ნერვიულდებიან ხდებიან აგრესიულები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს რადიკალურ ნაწილს ეხება, რომელმაც ჩათვალა, რომ თურმე, დეპოლარიზაციას ყველაზე კარგად ის ემსახურება, რომ უმრავლესობას გაემიჯნო და ცალკე ჩამოაყალიბო სამუშაო ჯგუფები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება