fbpx

თეა წულუკიანი არახამიაზე:ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა

მართლა ვერ აღვიქვამ ამ ადამიანს სერიოზულად, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარეზე, დავით არახამიაზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა კომენტარი არახამიას ბოლო განცხადებაზეც გააკეთა, რომელშიც ის საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს ევროპელ პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის დახმარებას სთავაზობდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული გვარის ადამიანი ასე იქცევა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს მსოფლიოში. ამავდროულად, სამშობლოსადმი, რომელმაც ის შვა, გამოირჩევა ზიზღით, ლანძღვით და ა.შ. ამაზე უფრო დიდი უბედურება რა უნდა დაემართოს ადამიანს? ამიტომ, თუ მოახერხა, თავის თავს უშველოს. იმედი მაქვს, კიდევ ძალიან ბევრი წელი აქვს წინ სიცოცხლეში. ამ დროში თუ მოახერხებს, რომ თავის თავს უშველოს, დიდ წარმატებად ჩაითვლება. მაგრამ ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?!“, – აღნიშნა წულუკიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება