fbpx

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს პანიკას არ აყვნენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პანიკაში არ ჩაცვივდნენ.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, სამწუხაროდ, „კოვიდ 19“-მა ჩვენს სამხრეთ ოსეთს გვერდი არ აუარა. გატარებული ღონისძიებების შედეგად კარანტინში მყოფ პირებს ვირუსი დაუდასტურდათ. ჩემი დიდი თხოვნაა, ყველაზე მნიშვნელოვანია, პანიკას არ მიეცეთ,“- წერს ბიბილოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„ერთად ყველა პრობლემას დავძლევთ, ყველა საკითხს გადავჭრით. მთავარია ერთად ვიყოთ, ერთმანეთს მხარში დავუდგეთ, არ დავპანიკდეთ, არამედ გავუფრთხიდეთ საკუთარ თავებსა და ახლობლებს,“- წერს ბიბილოვი.

შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტს, ასევე დედასა და მის 6 წლის შვილს დაუდასტურდათ. შექმნილი სიტუაციის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე პერიოდში რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება