fbpx

ნაცების ის გვერდები დაიბლოკა, კანალიზაციას რომ ღვრიდნენ ენმ-ის გაყოფამდეც (ჩემზე) და ენმ-ის გაყოფის შემდეგ – მთელ ევროპულ საქართველოზე-თამარ ჩერგოლეიშვილი

როგორც ქოცების დაბლოკვით გავერთე, ისე ვერთობი ამ ცილისმწამებლების დაბლოკვითაც“, – ამის შეხაბებ „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნაცების ის გვერდები დაიბლოკა, კანალიზაციას რომ ღვრიდნენ ენმ-ის გაყოფამდეც (ჩემზე) და ენმ-ის გაყოფის შემდეგ – მთელ ევროპულ საქართველოზე.

იგონებდნენ ათას სიბინძურეს როგორ გავიყიდეთ, როგორ ვუღალატეთ ღმერთს – იგივე მიშას, როგორ გავრიგდით ეშმაკთან (ბიძინასთან). როგორ მივეყიდე გაზპრომს (?!).

მე ისედაც ყველა მათგანი დაბლოკილი მყავდა – მახსოვს 2017 წელს, პარტიის გაყოფის დილას რომ გავიღვიძე და მიშას მოზელილი და მათი შეზავებული ფეკალიების ნიაღვარი დამხვდა კედელზე.

დეზინფორმატორების დაბლოკვას ყოველთვის მივესალმები.

ვინც უსამართლოდ მოყვა (თუ არის ასეთი), იმას აღადგენენ.

მოკლედ, ჩემთვის, ქოცი და ნაცი დეზინფორმატორი ერთი და იგივეა და როგორც ქოცების დაბლოკვით გავერთე, ისე ვერთობი ამ ცილისმწამებლების დაბლოკვითაც“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება