fbpx

ოთარ ჩრდილელი,ყოფილი პარლამენტარი- კარგი იქნება თუ სახელმწიფო მიხედავს ქალაქების თუ რაიონების ცენტრში 25-30 წლის წინ დანგრეულ, გაპარტახებულ ან მიწასთან გასწორებულ შენობებს…

ოთარ ჩრდილელი,ყოფილი პარლამენტარი- კარგი იქნება თუ სახელმწიფო მიხედავს ქალაქების თუ რაიონების ცენტრში 25-30 წლის წინ დანგრეულ, გაპარტახებულ ან მიწასთან გასწორებულ შენობებს ან ცარიელ ადგილებს.

? ვიმეორებ ქალაქების ცენტრში!

? ნაყიდი აქვთ 10-20 კუპონად (ლარად) თავის დროზე და უცდიან რაღაც ეფემერულ დროს, რა დროს ვერ გეტყვით და სახელმწიფოც უყურებს ასე თუ როდის ინებებს და თავს მოაბამს ვინმე რამეს, არა და ვინც იყიდა თავის დროზე კუპონებში ის შესაძლოა კარგა ხნის გარდაცვლილია, მაგრამ მისი შთამომავლობა აპირებს ამ მიწებით-,,ბოინგის,, ყიდვას, იმხელა ფასს ურახუნებენ, თან პოტენციურ მყიდველებს აფრთხობენ. ?‍♂️

მერე გვიკვირს რატომ არაა სამუშაო ადგილები და რატომ გარბის ხალხი-რეგიონებიდან და ლარი-კოსმოსში?

✊ სახელმწიფომ უნდა შეძლოს და ეს გააკეთოს უსწრაფესად: შესაძლოა მტკივნეული მექანიზმი იყოს, მაგრამ გონივრული დრო მიცეს მესაკუთრეებს, რომ ინვესტორი მოიძიონ ან თვითონ რამე მოიმოქმედონ.

? ასე ათწლეულები არ შეიძლება, არაფერი კეთდებოდეს ქალაქების ცენტრებში და ჭაობს მიჰქონდეს იქაურობა.

? ადგილობრივი მოსახლეობაც გახარებული იქნება, რაღაცის იმედი მიეცემათ, სიახლე შევა რეგიონებში.

⏰ გავიდა 30 წელი, არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება და არც დრო, რომ ქალაქების ცენტრები მაინც არ დავტვირთოთ და გავალამაზოთ.
მხოლოდ 3-5 ქალაქი არაა საქართველო…

ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, ინვესტორებს უნდა ვექაჩებოდეთ შენი ჭირიმე-გენაცვალეთი და არავინ არ შემოვა ქალაქში, რომლის ცენტრიც დაბომბილ სტალინგრადს ჰგავს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება