fbpx

ბარაკ ობამამ თეთრი სახლის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა,დონალდ ტრამპის პასუხს „ქაოტური კატასტროფა“ უწოდა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კორონავირუსის პანდემიაზე თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერის, დონალდ ტრამპის პასუხს „ქაოტური კატასტროფა“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ობამამ გააკრიტიკა თეთრი სახლის გადაწყვეტილებები და აღნიშნა, რომ კორონავირუსის აფეთქებაზე რეაქციამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას გლობალური კრიზისის დროს ძლიერი სახელმწიფოებრივი ხელმძღვანელობს აუცილებლობა.

„აი, რა ხდება, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ხელმძღვანელობს მიდგომით „რას მომცემს ეს სიტუაცია უშუალოდ მე“, – განაცხადა ბარაკ ობამამ სტუდენტებთან 30-წუთიან საუბარში, რომლის ჩანაწერზეც ჟურნალისტებმა მოიპოვეს წვდომა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება