fbpx

ნუ წახვალ აქციაზე, დაბრუნდი შინ, შენს საქართველოში, დაიცავი და უპატრონე მას!!!

მიმართვა საზოგადოებას!

ძვირფასო მეგობარო, დაბრუნდი შინ, შენს საქართველოში!!!

ამ მიმართვას ვწერ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, ჯერჯერობით, ბოლომდე ვერ გარკვეულან სიტუაციაში და რადიკალური ოპოზიციის, მისი ჯიბის ტელევიზიების ყალბ, ცრუ პიარსა და პროპაგანდას ბრმად აყოლილნი, გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად მიდიან აქციაზე, რომელიც, სინამდვილეში, ოპოზიციის რევანშისტული პოლიტიკური გეგმების განხორცილებას ემსახურება, ხოლო სახელწოდება „შინ, ევროპისკენ“ ამ გეგმის ეფექტურად შეფუთვის საშუალებად არის გამოყენებული.
მოკლედ, ახსნა-განმარტების გარეშე ვიტყვი: 24 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციის მიზანია, არა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება და ამ პროცესებისათვის ცივილური ფორმებით ხელის შეწყობა, არამედ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება, რასაც ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს, უკეთეს შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების, უარეს შემთხვევაში კი მისი დამხობის გზით, რის შედეგადაც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების სათავეში კვლავ „ნაცმოძრაობა“ დაბრუნდეს.
ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ვისაც იმედი გაქვთ, რომ ამ აქციაში თქვენი მონაწილეობით ევროკავშირთან ინტეგრაციას დააჩქარებთ, შეიძლება ევროპის ნაცვლად ხელთ „ნაცმოძრაობა“ შეგრჩეთ, რომელიც, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, აქ მეორე ფრონტს გახსნის, რასაც საქართველო უპირობოდ შეეწირება.
ამ ბინძური ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად, ამ პროვოკაციაში მონაწილეობის მისაღებად გეპატიჟებიან თქვენ პარლამენტის წინ _ გამოიჩინეთ გონიერება, წინდახედულობა, სიბრძნე და ნუ წახვალთ!!!
არის მომენტები, როცა ხალხი თვითონ იწყებს საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლას, ოღონდ ამას ვერ აცნობიერებს და როცა „გაიმარჯვებს“, აღმოჩნდება, რომ სწორედ ამ გამარჯვებით არის დამარცხებული.
საქართველოში რამდენჯერმე მოხდა მსგავსი საბედისწერო შეცდომა, რომელის შედეგებსაც დღემდე ვიმკით.
კიდევ ერთხელ ნუ დავუშვებთ მსგავს შეცდომას და გავუფრთხილდეთ იმას, რაც უმთავრესი და უპირველესია _ მშვიდობას, რომელიც უდაოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.
მშვიდობით, ნორმალური ურთიერთობებით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ გზა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს და გვერდით დგომისკენ მოგიწოდებთ, დამღუპველია!
ნუ წახვალ აქციაზე, დაბრუნდი შინ, შენს საქართველოში, დაიცავი და უპატრონე მას!!!

ვახტანგ ხარჩილავა
მწერალი,
„საერთო გაზეთის“ მთავარი რედაქტორი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება