fbpx

მამუკა მდინარაძე დეპოლარიზაციაზე: ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა სხვა პუნქტს შევასრულებთ. ერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული და ამაში შეგვიწყონ ხელი

,,კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ მათ, რომ ევროპული დინების საწინააღმდეგოდ, მაინც ნუ ივლიან. მათ, ჩვენს საწინააღმდეგოდ სუბიექტური ინტერესები აქვთ, ჩვენი წასვლა, წალეკვა უნდათ. ამას ამბობენ. მაგრამ, ახლა რასაც მოგვიწოდებს ევროკომისია და ევროკავშირი, ამის საწინააღმდეგოდ მაინც ნუ ივლიან,’’ – ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ, დასმულ შეკითხვას, თუ როგორ ხედავს პოლარიზაციის შემცირების შესაძლებლობას.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ერთადერთი პუნქტია ოპოზიციაზე დამოკიდებული. სხვა, ყველა, დანარჩენ პუნქტს ხელისუფლება სრულად შეასრულებს.

,,ერთადერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა სხვა პუნქტს შევასრულებთ. ერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული და ამაში შეგვიწყონ ხელი. უმარტივესია, ამაზე მარტივი გადაწყვეტა არ შეიძლება ამ პრობლემის. ყველა სხვა პუნქტზე პასუხს ვაგებთ, აბსოლუტურად. მივყვებით პატიოსნად, ობიექტურად და ყველაფერს ვასრულებთ. ერთადერთი პუნქტია მათზე დამოკიდებული და აი, ამ ერთადერთ პუნქტზე ,თუ შეიძლება, ჰქონდეთ სწორი რეაქცია,’’ – განაცხადა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება