fbpx

ნუ მაწ­ვე­ბი, ასე ვერ შე­მა­ში­ნებ, თვა­ლებს ნუ მი­ქა­ჩავ-მეთ­ქი-ხაზარაძე პროკურორს

ნუ მაწ­ვე­ბი, ასე ვერ შე­მა­ში­ნებ, თვა­ლებს ნუ მი­ქა­ჩავ-მეთ­ქი” – ამ სი­ტყვე­ბით ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა, “ლე­ლოს” ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე, პრო­კუ­რორ არ­ჩილ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ცხა­და.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა მის­ცა. ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ას საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­თხვა და­უს­ვა, რა­მაც მას­სა ბრალ­დე­ბულს შო­რის კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია.

“ეს მი­მი­კე­ბი ამ კაცს შე­აც­ვლე­ვი­ნე. ეს რა მა­ნე­რაა, პრო­კუ­რო­რი რომ ასე გე­ლა­პა­რა­კე­ბა, პრო­კუ­რო­რი რომ ასე ძველ­ბი­ჭუ­რად მე­ლა­პა­რა­კე­ბა, ამიხ­სე­ნით”, – მი­მარ­თა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ მო­სა­მარ­თლეს.

პრო­კუ­რორ­მა კი ბრალ­დე­ბუ­ლის ამ სი­ტყვებს “ქუ­ჩუ­რი გა­მოს­ვლა” უწო­და.

“ეს იყო ქუ­ჩუ­რი გა­მოს­ვლა, რაც ახლა გა­ა­კე­თა. ჩემს არ­ცერთ შე­კი­თხვა­ში არ ყო­ფი­ლა არც ისე­თი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი და არც ისე­თი ტონი. ჩემი ინ­ტო­ნა­ცია გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მისი ყვი­რი­ლი­დან. ვცდი­ლობ, რომ გა­დავ­ფა­რო მისი ყვი­რი­ლი. რაც ახლა იკად­რა, ვფიქ­რობ, რომ სა­სა­მარ­თლო წესი და­არ­ღვია, რად­გან ბრალ­დე­ბის მხა­რეს ასე­თი ფორ­მით მოგ­ვმარ­თა და გთხოვთ, მი­ი­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ზომა”, – მი­მარ­თა მო­სა­მარ­თლეს პრო­კუ­რორ­მა.

თა­ვის მხრივ, მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძემ მხა­რე­ებს კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, რომ ნუ შევ­ლენ ერ­თმა­ნეთ­თან პო­ლე­მი­კა­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა “ვინც და­იმ­სა­ხუ­რებს” ან და­ა­ჯა­რი­მოს ან მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება