სატრანსპორტო მოძრაობის გაუმჯობესებისა და საცობების განტვირთვის მიზნით,ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთისმიმდებარედ, სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა. კახაკალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, სამუშაოების პროცესში საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად,ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ტროტუარებიქვეითებისთვის, სრულად განახლდება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდებაენერგოეფექტური LED სანათები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს დაგზის სავალ ნაწილს. დამონტაჟდება „ჭკვიანი შუქნიშნები“, რაც მნიშვნელოვნადგააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და ნაკადების გამტარუნარიანობას.გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვისმტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებითუსაფრთხო საქვეითო კავშირი შეიქმნება. პროექტის ჯამური ღირებულება ორიმილიონი ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.