
რუსეთში გამომავალი გაზეთის -“ნოვაია გაზეტა”- ს ( რომლის გამოცემა შეჩერებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისიდან, როგორც “უცხო ქვეყნის აგენტის” სტატუსის მქონე) გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა დიმიტრი მურატოვმა მისი კუთვნილი ნობელის პრემიის თანმხლები “ნობელის ოქროს მედალი” ნიუ-იორკის “ჰერიტაჯ” აუქციონზე რეკორდულ ფასად – 103.5 მილიონ დოლარად გაყიდა !!!
როგორც დიმიტრი მურატოვმა განაცხადა აუქციონის დამთავრებისთანავე, აუქციონიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაერიცხება ” UNICEF “-ს – უკრაინიდან ლტოლვილთა დასახმარებლად.
დიმიტრი მურატოვმა ნობელის პრემია ჟურნალისტიკის დარგში მიიღო 2021 წელს.
“იქს-ნიუსი”-ს შენიშვნა: ნობელის ოქროს მედალის საბაზრო ფასი 10 ათას დოლარს არ აღემატება.