fbpx

ნინო ფოჩხუა: სწორმა საგარეო პოლიტიკამ მოგვცა უვიზო მიმოსვლა ევროპაში და კანდიდატის სტატუსი. დადგა დრო ევროპის სრულუფლებიანი წევრობისა და ქვეყნის გამთლიანების, 2030 წელამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი

მიუხედავად ამდენი ზეწოლისა, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით, ხელისუფლება მიზანმიმართულად მიიწევს წინ. სწორმა საგარეო პოლიტიკამ მოგვცა უვიზო მიმოსვლა ევროპაში და კანდიდატის სტატუსი. ახლა კი დადგა დრო ევროპის სრულუფლებიან წევრობასა და ქვეყნის გამთლიანებაზე, ეს დროც მალე დადგება, 2030 წელამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით, რაც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არ ასრულებს დანაპირებს, რაც მისცა ქართველ ხალხს 2012 წელს, ვერ შეაჩერებს იმ გეზს, რაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს.

„რაც არ უნდა იძახოს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არ ასრულებს დანაპირებს რაც მისცა ქართველ ხალხს 2012 წელს, ვერ შეაჩერებს იმ გეზს, რაც ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს. 2030 წელს ეს დანაპირები ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება. ალბათ ყველას ახსოვს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან 2030 წელი არა ერთხელ გაჟღერდა. მიუხედავად ამდენი ზეწოლისა, როგორც ქვეყნის გარედან, ისე ქვეყნის შიგნით, ხელისუფლება მიზანმიმართულად მიიწევს წინ. სწორმა საგარეო პოლიტიკამ მოგვცა უვიზო მიმოსვლა ევროპაში და კანდიდატის სტატუსი. ახლა კი დადგა დრო ევროპის სრულუფლებიან წევრობასა და ქვეყნის გამთლიანებაზე, ეს დროც მალე დადგება, 2030 წელამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება