fbpx

ნინო ფოჩხუა: პატრიოტად შეფუთულმა გუდკოვმა, არ ვყოფილვარ აფხაზეთშიო?

ნინო ფოჩხუა: პატრიოტად შეფუთულმა გუდკოვმა, არ ვყოფილვარ აფხაზეთშიო? არა და სროლითაც აღუნიშნავს აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ოპოზიციურ ტელეარხებს მიმართავს და ახსენებს 2009 წლის kommersant- ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც დიმიტრი გუდკოვმა კალაშნიკოვიდან სროლის ისტორიები გაიხსენა, რითაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. „ეს როგორ მოგწონთ? რაო, თქვენს მიერ პატრიოტად შეფუთულმა გუდკოვმა, არ ვყოფილვარ აფხაზეთშიო? არა და სროლითაც აღუნიშნავს აფხაზეთის “დამოუკიდებლობა.” თუ წაიკითხავთ კომენტარებში დადებულ წყაროს, იქ კარგად ნახავთ, რომ თითქმის ყველა გამოკითხული, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მსახიობი და ა. შ. რა კომენტარს აკეთებს დასმულ შეკითხვაზე, მხოლოდ თქვენი კრემლის “ოპოზიციონერი” პოლიტიკოსი იწონებს თავს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღნიშვნას კალაშნიკოვიდან გაშვებული ჯერით. ყველა სიცრუეს თავისი სიმართლე აქვს, გაითვალისწინეთ!“- წერს ნინო ფოჩხუა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება