fbpx

დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში,აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს

დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული, აგრარული კოლეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებარე კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
დავით ბახტაძე -,,განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამსფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.”
პროექტის ღირებულება 6 700 000 ლარს შეადგენს და მას ტენდერში გამარჯვებული  კომპანია ,,სამშენებლო კომპანია N 1″ ასრულებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება