fbpx

ნინო ფოჩხუა: ოპოზიციას, რომელიც არესტოვიჩების და არახამიების დახმარებით ფიქრობს საკუთარ ხალხთან ბრძოლას, მომავალი არ აქვს

რა ვაწყენინეთ ასეთი, ასე რომ ეზიზღება საქართველო და ქართველები. ვინ დააჯერა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებას და ვინ მიანიჭა სამყაროს გადამრჩენის სტატუსი ამ უსამშობლო ადამიანებს და მათ ბოდვებს?- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა არესტოვიჩის განცხადებას.

როგორც ფოჩხუა წერს, ოპოზიციას, რომელიც არესტოვიჩების და არახამიების დახმარებით ფიქრობს საკუთარ ხალხთან ბრძოლას, მომავალი არ აქვს.

„არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთი წელიც მაინც თუ უცხოვრია საქართველოში და საკუთარ ქვეყანაზე ნაკლებად არ შეყვარებია. ეს არარაობა, როგორც ვიცი საქართველოში გაიზარდა, რა ვაწყენინეთ ასეთი, ასე რომ ეზიზღება საქართველო და ქართველები.
ვინ დააჯერა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებას და ვინ მიანიჭა სამყაროს გადამრჩენის სტატუსი ამ უსამშობლო ადამიანებს და მათ ბოდვებს?
არესტოვიჩების დასახსნელი რა ჭირს ჩვენს ქვეყანას?
ისე, ზუსტად კი ამბობს ჩვენს მეხუთე კოლონაზე, თმებს იგლეჯენო. მართალია, იგლეჯენ არა სამშობლოს სიყვარულით, არამედ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, რაც არ გამოსდით. არ უჭერს ხალხი მხარს და იმიტომ. ოპოზიცია კი რომელიც არესტოვიჩების და არახამიების დახმარებით ფიქრობს საკუთარ ხალხთან ბრძოლას, მომავალი არ აქვს. ვურჩევ, ნუ ცდილობენ საზოგადოების მოთმინების გამოცდას, ცუდად დაამთავრებენ“- წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება