fbpx

თვალებხატულა არესტოვიჩმა დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო და თანაც საშიში განცხადება გააკეთა

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის პრეზიდენრის მრჩევლის არისტოვიჩის განცხადებას ეხმაურება.

საქართველოს ცალმხრივ მეგობრობას უკრაინის ხელისუფლების ნაწილი უკვე ღია დაპირისპირებით და მტრობით გვპასუხობს, თვალებხატულა არესტოვიჩმა დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო და თანაც საშიში განცხადება გააკეთა. აქამდე მეორე ფრონტის გახსნას ღიად ითხოვდნენ და ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებდნენ, ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები 24 საათიან რეჟიმში ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლების შანტაჟს და პროვოკაციაზე წამოგებას, ახორციელებდნენ ზეწოლას და ხშირ შემთხვევაში მუქარასაც არ ერიდებოდნენ. ახლა როგორც ჩანს კიდევ უფრო რთულ ეტაპზე გადავდივართ: საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება, ძალის პროეცირება და თურმე საქართველოს დახსნა, მილიონამდე მებძოლისთვისთლ საქმის გამოჩენა და ა.შ.
ამ სამარცხვინო არსების, სამარცხვინო განცხადების მიუხედავად კვლავ გავაგრძელებთ უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ლტოლვილების დახმარებას, ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნას და ა.შ. , ისევე როგორ უკრაინის ხელისუფების ნაწილი გააგრძელებს ომის და ღალატის პარტიასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საქართველოს მტრობას, მისი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, თუმცა მათი დაუღალავი მცდელობების მიუხედავად ,,ქართული ოცნება” უზრუნველყოფს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას!წერს ბოჟაძე.

.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება