ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც მან ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერებაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია, რაც არაერთხელ დაამტკიცა და არავის უნდა ქონდეს იმედი, რომ არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება ან კორუფცია შერჩება.
„ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს დაამტკიცა კიდეც. ჩემი, შენი ამ შემთხვევაში არ მუშაობს. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია” – წერს ფოჩხუა.