fbpx

ნიკოლოზ სამხარაძე რეზოლუციაზე: – ვალდებულები ვართ არაობიექტურობას შესაბამისი პასუხი გავცეთ და ფაქტობრივ უზუსტობებზე გაკეთებულ რეზოლუციას კრიტიკითვე ვუპასუხოთ

ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩვენი ქვეყანა გაკრიტიკებულია და გაკრიტიკებულია ფაქტობრივ შეცდომებზე დაყრდნობით, ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ასეთ არაობიექტურობას შესაბამისი პასუხი გავცეთ და ფაქტობრივ უზუსტობებზე გაკეთებულ რეზოლუციას კრიტიკითვე ვუპასუხოთ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენთვის კრიტიკის უფლება არავის წაურთმევია. როდესაც ვიღაცას ვაკრიტიკებთ, ეს ვინმემ, არ უნდა აღიქვას როგორც თავდასხმა. თავდასხმა იყო ორი ლიტველი ევროპარლამენტარის [ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე] მიმართვა ქართველი ხალხისადმი. ეს იყო თავხედობა, როდესაც მათ გაბედეს და ქართველ ხალხს მიმართეს, ვინ უნდა აირჩიონ მომავალში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება