fbpx

“მთა­ვა­რი არ­ხის” იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­ე­ბი იხურება-ნიკა ქავთარაძე

მსა­ხი­ო­ბი  ნიკა ქავთარაძე  სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით “მთა­ვა­რი არ­ხის” იუ­მო­რის­ტუ­ლი შო­უ­ე­ბის და­ხურ­ვას აპი­რე­ბენ. ის მე­გობ­რებს მი­მარ­თავს, ამ­ხნე­ვებს და მი­იჩ­ნევს, რომ “ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბას შეძ­ლე­ბენ.”

“20+ წელი რომ აკე­თებ საქ­მეს.ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უმაღ­ლეს რე­ი­ტინგს წერ.ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შენი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი ვარ­სკვლა­ვი ხარ.და უცებ ქვე­ყა­ნა­ში იც­ვლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უწყვე­ტად გებ­რძვის, გარ­თმევს ტრი­ბუ­ნას, გის­პობს შე­მო­სავ­ლებს, ტროლ-ბო­ტე­ბის არ­მი­ით ცდი­ლობს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. გა­იქ­ცე­ვი – მოგსდევს, უნდა ბო­ლომ­დე მოგსპოს. შენც სა­დღაც გი­თავ­დე­ბა რე­სურ­სი და აგებ…

დღეს გა­ვი­გე, რომ მთა­ვა­რის იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი იხუ­რე­ბა და ეს უნი­ჭი­ე­რე­სი ხალ­ხიც უსამ­სა­ხუ­როდ რჩე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლა სა­დღაც წა­ვი­დეს, მაგ­რამ გუნ­დი ხომ აუ­ცი­ლებ­ლად და­იშ­ლე­ბა.სა­შინ­ლად უსა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა შე­მოგ­ვა­შე­ნეს ბი­ძი­ნებ­მა.

ყვე­ლას ვერც გთა­გავთ – ყუ­რე­ბი არ ჩა­მო­ყა­როთ, გული არ გა­ი­ტე­ხოთ, ერ­თმა­ნეთ­ზე უარი არ თქვათ, იპოვ­ნეთ სა­კუ­თარ თა­ვებ­ში ძალა, რომ საყ­ვა­რე­ლი საქ­მე აკე­თოთ.ზუს­ტად ვიცი, რომ ახლა ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობთ – ოჯა­ხე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, უამ­რა­ვი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა გაყ­რი­ათ თავ­ზე.მაგ­რამ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ კი­დევ ერთხელ და­ი­წყოთ ნუ­ლი­დან და სულ მალე სას­წა­უ­ლე­ბი შეძ­ლოთ!

რა სი­გი­ჟეა, რომ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს მტრე­ბი გყავთ, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეთ ამ მტრე­ბის იმე­დე­ბის გა­საც­რუ­ებ­ლად! შექ­მე­ნით სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია, რა­დიო, იუ­თუბ-არხი, გა­ზე­თი,ჟურ­ნა­ლი და აკე­თეთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. ასი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხართ და წლე­ბია ელო­დე­ბი­ან თქვენს გა­მო­ჩე­ნას ეკ­რან­ზე, თქვენს ხუმ­რო­ბებს, სიმ­ღე­რებს, სკეტ­ჩებს, გა­და­ცე­მებს.მეც გა­და­მი­ტა­ნია იგი­ვე, არა ერთხელ, მაგ­რამ თქვენ მარ­ტო არ ხართ, თქვენ ხართ დიდი გუნ­დი, რო­მელ­მაც უამ­რავ რა­მეს გა­უ­ძე­ლით.

ადრე თუ გვი­ან ეს ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­ფა­სე­ბე­ლი!ხოდა, აბა თქვენ იცით, არც ერთი ნა­ბი­ჯი უკან! წინ და მხო­ლოდ წინ!თქვე­ნი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რი – ნიკა ქავ­თა­რა­ძე”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება