ანი წითლიძე რამდენიმე დღეა გაფუჭებული რადიოსავით იმეორებს შემდეგ ფრაზებს: „მკვლელი ხელისუფლება“, „ივანიშვილი კლავს“ და მსგავს ფორმულირებებს. განსაკუთრებით ამაზრზენია ეს რიტორიკა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომლის ხელისუფლების პერიოდზე ოფიციალურ საერთაშორისო ანგარიშებში დოკუმენტირებულია პატიმართა სისტემური წამება, არაადამიანური მოპყრობა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები,- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი წითლიძეს მიმართავს, რომ როდესაც ასეთი მძიმე სიტყვებით გამოდის, უმჯობესია ჯერ მეგის ქარდავას საქმეებსაც კარგად გაეცნოს, რადგან იქ უკვე არა პოლიტიკური ლოზუნგები, არამედ სასამართლოს კონკრეტული განაჩენებია, რომელსაც ხმამაღალი სიტყვებით ვერასდროს წაშლის.
„ანი წითლიძე რამდენიმე დღეა გაფუჭებული რადიოსავით იმეორებს შემდეგ ფრაზებს: „მკვლელი ხელისუფლება“, „ივანიშვილი კლავს“ და მსგავს ფორმულირებებს.
23 სექტემბერს მან სუს-ის თანამშრომლებსაც მიმართა და განაცხადა, რომ „ივანიშვილი კლავს თქვენს მეგობრებს, თქვენს თანამშრომლებს და საქართველოს მოქალაქეებს“. მსგავსი უსინდისო სიტყვები უკვე ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკა აღარ არის, ეს არის ბრალდება, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულება სჭირდება.
განსაკუთრებით ამაზრზენია ეს რიტორიკა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომლის ხელისუფლების პერიოდზე ოფიციალურ საერთაშორისო ანგარიშებში დოკუმენტირებულია პატიმართა სისტემური წამება, არაადამიანური მოპყრობა და სექსუალური ძალადობის შემთხვევები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გამოძიებებმა სააკაშვილის ადმინისტრაციის პერიოდში თითქმის ყველა ციხეში სისტემური წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოავლინა; იმავე ანგარიშში აღწერილია ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება და გასამართლება წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების საქმეებზე.
აქედან გსმომდინარე, როცა სხვას ყოველდღიურად „მკვლელს“ უწოდებ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს გკითხოს: სად არის მტკიცებულება და როგორ პასუხობ შენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლების პერიოდის მძიმე მემკვიდრეობას?
დღესაც, ნაცების რეჟიმის დროინდელი არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არის ციხეში. მეგის ქარდავა პატიმრობაშია და 2026 წლის 22 სექტემბერს მას კიდევ ერთ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ასევე, 2026 წლის ივლისში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ საჯარო მოწოდების საქმეზე.
ქალბატონო ანი, ამ ფონზე მორალური აღმატებულობის პოზიდან სხვისთვის „მკვლელის“ ძახილი განსაკუთრებით მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს. და როცა ასეთი მძიმე სიტყვებით გამოდიხარ, უმჯობესია ჯერ მეგის ქარდავას საქმეებსაც უფრო კარგად გაეცნო, რადგან იქ უკვე არა პოლიტიკური ლოზუნგები, არამედ სასამართლოს კონკრეტული განაჩენებია, რომელსაც ხმამაღალი სიტყვებით ვერასდროს წაშლით.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.