fbpx

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების განცხადება

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების განცხადება:2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, აუდიო ჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინარსით, რომელიც ვნახეთ, მხოლოდ ნელი დოროყაშვილის და მისი უფლება დამცველების ინტერესებში შედიოდა.

აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თვად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა. როგორც მოგვინებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატიურად აკეთბდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარებაშია. ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია პირველისთვის დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები.

არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები , დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ტელეკოპანია პირველს ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიცილური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვი გახადოს ხელმისწვდომი. აღნიშნული ქმედება კი, ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრლწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთლობას შეექმნას საფრთხე.

ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებრებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება.

აქვე, ჩვენ მივმართვთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება