fbpx

ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია –
„ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ, აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!
გადამეტებული რისხვა ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, როგორ ითხოვდა ბევრი 20 ივნისის შემდეგ ახალგაზრდების თვალების დამთხრელების ნაცვლად ჩემს დაჭერას
ხშირად გვაღიზიანებს ფორმა და ვივიწყებთ არსს! საქმის არსი კი ისაა, რომ ბატონი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში ბრძანდებოდა, შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, გავარდა და ამ ყველაფრის მიუხედავად საბჭოში შევარდა და მოკალათდა.
დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და, სამწუხაროდ, პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ „ნაცებს“, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა
დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია.
ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!
დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად
„ოცნების“ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ!“
ისტორია კი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს- ჩავლეიშვილს მედროვედ, მანდატის ხამად მოიხსენიებს, დაჭერილ ფანგანს – გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას.“

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება