fbpx

ნეტავ შენ ამდენს არ დეეთრეოდე, ნეტავ ამდენ ტუფლებს არა სცვეთამდე-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გიორგი ვაშაძეზე-

ნეტავ შენ ამდენს არ დეეთრეოდე, ნეტავ ამდენ ტუფლებს არა სცვეთამდე და იღლიებიდან ამდენ ოფლს არ იდენამდე უნაყოფოდ!

ორიოდე კვირის წინ აშუშუდან იმუქრებოდი, ჩამოვალ და ,,ქართული ოცნება” აღარ დავინახო ხელისუფლებაშიო.ეხლა ევროპიაში წასულხარ ტურნეში, 25 ივნისამდე უნდა იმოგზაურო. თუ 24-ში დასტურის ქაღალდი მოგვცა ევროპიულმა კავშირმა, ასტეხამ ერთ ამბავს, მე რო არ მომეწყო ეგეთი მნიშვნელოვანი ტური, ამნაირ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მივაღწევდითო… თუ არ მოგვცეს კიდე, ,,ვსიო”, თვალით არც ერთი არ უნდა დაგენახოთ, შენს მრისხანე მზერას ვეღარ გადავურჩებით – განგგვმირავ, გაგვაპარტახებ, არავის დაგვინდობ!

😆

ეხლა რაც შენ ევროპიაში ყიალისას ,,მაყუთი” უნდა დახარჯო, ნორმალური ადამიანი მარნეულში რამდენიმე სათბურს გააკეთებდა, კახეთში რამდენიმე ჰექტარ ვენახს გააშენებდა, მთაში ცხვარ-ძროხას მოამრავლებდა… რას დეეთრევი, რა გინდა, ან რას დააბოდიალებ აღმა-დაღმა ამ უსაქმურებსა? განა შენი წინამორბედი აღმაშენებელი ეგრე უყაირათოდ ფლანგავდა ფულსა? ვერ გავიგე, შენ რანაირი აღმაშენებელი ხარ, ჭიჭე?!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება