fbpx

ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც “ქართული ოცნება” წარადგენს, ასოცირდება ხალხის გაჭირვებასთან- ბადრი ბასიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი, მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლის, მიხეილ გოგინაშვილის განცხადებას ეხმაურება.

“ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც “ქართული ოცნება” წარადგენს, ასოცირდება ხალხის გაჭირვებასთან და სახელმწიფოს განვითარების უკუსვლასთან. როგორც წააგეს შიდა ქართლში პირველი ტური ოთხივე მუნიციპალიტეტში 2018 წელს, იგივეს ელოდნონ ქართველი ხალხისგან ოქტომბრის არჩევნებში”, – განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” ადგილობრივმა წარმომადგენელმა, მიხეილ გოგინაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი გორში იზრდება და ოპოზიციის კანდიდატს ხმის მოგროვება გაუჭირდება.

გაუზიარე!

Shares