თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ნაძალადევის რაიონში,ლაითურის ქუჩაზე, თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობადაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისისმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400აღსაზრდელს მოემსახურება.„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, რომელიცავარიულ მდგომარეობაში იყო. ეს არის N43 საბავშვო ბაღი, რომლის ძველი შენობისდემონტაჟი განვახორცილეთ და ახალი პროექტი დავიწყეთ. აღნიშნული ბაღისაღსაზრდელები დროებით სხვა ბაღში გადავიყვანეთ. მომავალი წლისთვისპროექტი დასრულებული იქნება და პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, ბაღისახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველასაბავშვო ბაღი იყოს მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული; იყოსსისუფთავე, გამართული ინფრასტრუქტურა და ყველანაირი პირობაპატარებისთვის. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.გასულ წლებში 15 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მათადგილას კი ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება,რაც საშუალებას გვაძლებს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მივცეთ სკოლამდელიგანათლების მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, -განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტიგანხორციელდება.