fbpx

ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა

მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა
დაიწყო. ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო
მონაკვეთზე მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ
მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, 23 ჭა და 17 ცხაური დამონტაჟდება.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.
„ავშნიანის დასახლებაში, ავალიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარი
არასდროს ყოფილა. სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის
დაგება დაიწყება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უპრობლემოდ
გადაადგილებას. შემდეგ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება
მიმდებარე ქუჩებზე გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულება 212 385 ლარია. მიმდინარე
სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება