fbpx

“ნაცმოძრაობა” მარტო მცირე ჰესებზე არა, დიდ ჰესებზეც არ ამბობდა უარს და ახლა გახდნენ ყველაფრის მოწინააღმდეგეები-სოზარ სუბარი

ეკოლოგიურად აბსოლუტურად უპრობლემო ჰესია და თავად რაიონისთვის ესაა შემოსავალი. ონი ნამდვილად არაა ძალიან მდიდარი რაიონი და ეს მის ბიუჯეტში გააჩენს ძალიან დიდ შემოსავალს – ამის შესახებ, პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარმა PosTV-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, “ნაცმოძრაობა” მარტო მცირე ჰესებზე არა, დიდ ჰესებზეც არ ამბობდა უარს და ახლა გახდნენ ყველაფრის მოწინააღმდეგეები.

„ონთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია და ელიან მშენებლობასა და ძალაში შესვლას, რადგან იციან, რომ ეს არის მათთვის დასაქმება. ეკოლოგიურად აბსოლუტურად უპრობლემო ჰესია და თავად რაიონისთვის ესაა შემოსავალი. ონი ნამდვილად არაა ძალიან მდიდარი რაიონი და ეს მის ბიუჯეტში გააჩენს ძალიან დიდ შემოსავალს – პრაქტიკულად, გააორმაგებს შემოსავალს, რაც სწორედ ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდება.

პრაქტიკულად, ყოველწლიურად 5-7%-ით იმატებს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება. ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გამო, გვაქვს კლება, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. ჩვენ გვაქვს მატება, რომლის შევსების ორადორი წყარო გვაქვს; აზერბაიჯანი და რუსეთი. ეს ნიშნავს ქვეყნიდან ვალუტის გასვლას და ლარის დევალვაციას. ენერგეტიკა და გზები ის დარგებია, რომელიც წინ უნდა უძღოდეს ეკონომიკის განვითარებას“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება