fbpx

,,კანონიერი ქურდი,, ,,ილია ოზურგეთსკი,,საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის…

ილია “ოზურგეთსკის” ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა.
“პრეზიდენტის ბრძანებით ამ ადამიანებს სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა. ეს მოხდა ისე, რომ არ გადამოწმებულა, რეალურად ჰქონდათ, თუ არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება. ეს მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. სავარაუდოდ, პრეზიდენტს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მათ ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
დღეს ისინი არცერთი ქვეყნის მოქალაქეებად არ ითვლებიან, შეზღუდული აქვთ მთელი რიგი სერვისები, მათ შორის, დიდი ძალისხმება გვიწევს სასამართლოში მათი საქმის წარმოება ეფექტურად რომ განვახორციელოთ”, – ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე. წყარო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამსონიას სხვა კრიმინალური ავტორიტეტებიც შეუერთდნენ, რომლებიც პრეზიდენტს, სავარაუდოდ, სასამართლოში დაუპირისპირდებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება