fbpx

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და ოპოზიციურმა გაერთიანებამ “ძალა ერთობაშიამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინა

მიხელ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანიდადატად წარგენის შესახებ შესაბამისი განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა:

“მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა სხვა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე”

27 აგვისტოს სააკაშვილმა ფეისბუქზე ვიდეო რგოლის საშუალებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც წინა წლების მსგავსად საუბრობდა საქართველოში დაბრუნებაზე თუმცა ამჟამად ის მოყოლებული 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარის პოსტს იკავებს.

ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული, ხოლო საქართველოს ტერიტორია ექს-პრეზიდენტმა 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შემდეგი საქმეების გამო აქვს მისჯილი:

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე – თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე – ექვსწლიანი პატიმრობა;

გაუზიარე!

Shares