fbpx

ამირან გამყრელიძე – “8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები”

8-დღიან საკარანტინო ვადას მხოლოდ საქართველოში შემოსული მოქალაქეები დაექვემდებარებიან და არა ქვეყანაში ინფიცირებულთან კონტაქტირებული პირები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით მე-8 და მე-12 დღეს აღნიშნულ პირებს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ისინი დაწესებული შეზღუდვებისგან გათავისუფლდებიან.

12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ეს არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც დადგენილია და ეკუთვნის თვითიზოლაცია, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ჩამოიწია 8 დღემდე. მე-8 დღეს ყველა ამ ადამიანს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთდება PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია ისინი თავისუფლდებიან კარანტინიდან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი 21 ლაბორატორიისა და დაახლოებით, 40-მდე ამღებ სამედიცინო დაწესებულებებში. თუ მე-12 დღესაც უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ა.შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეები როგორც კარანტინში ყოფნას, ასევე ტესტირებას აფინანსებენ თვითონ

თუმცა ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ სასურველია მე-12 დღემდე, ადამიანს ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი საზოგადოების სხვა წევრებთან თუ ამის განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობა არ არის.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares