ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი JTEC-ში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური
მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი კრწანისში, ნატო-
საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა. მას თავდაცვის
მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის
მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის წარმომადგენლებმა
უმასპინძლეს.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კევინ ჰამილტონს JTEC-ის ისტორიის, ამოცანის,
სტრუქტურის, განვითარების, განხორციელებული და სამომავლო პროექტების შესახებ
ინფორმაცია მიაწოდეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა
ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მის თანამედროვე შესაძლებლობებს გაეცნო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება