ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან ურთიერთობისგანყოფილება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე
ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის
ტერიტორიაზე არსებული სივრცეები და წლების განმავლობაში უფუნქციოდ
დარჩენილი შენობები დაათვალიერა.
ზამურ ჭითანავას ინიციატივით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად
განახლდება. დაგეგმილია ახალგაზრდებისათვის თანამედროვე სივრცეების შექმნა, რაც
ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ მიმართული პროექტების
განხორციელებასა და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ
ცხოვრებაში.
ამასთან, პარკის ტერიტორიაზე განახლდება ბავშვთა გასართობი სივრცე და მოეწყობა
ახალი რეკრეაციული ზონები.
მერთან და პირველ მოადგილესთან ერთად, პარკის ტერიტორია ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსმა, გიორგი გასვიანმა, და მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის
საქმეთა განყოფილების უფროსმა, გიორგი საცკოვმა, დაათვალიერეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება