fbpx

ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს: გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. ინდოეთსა და საქართველოს ტრადიციულად თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ბოლო დროს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ძლიერდება და დივერსიფიცირდება თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალ სიმაღლეზე ასაყვანად. გისურვებთ ჯანმრთელობას, მეგობარ ქართველ ხალხს კი – კეთილდღეობას“, – აღნიშნულია ინდოეთის პრემიერის მილოცვაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება