fbpx

ნანა კაკაბაძე: ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია ხელისუფლების პატიჟი და ხვეწნამუდარა საბოტაჟნიკების მიმართ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში

,,ხელისუფლებამ ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რომ მან ამოწურა საკუთარი ვალდებულება, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნით და ამ ჯგუფებში ოპოზიციისათვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფით. ხელისუფლების არც უფლება და არც ვალდებულებაა ვინმეს იძულება მასში მონაწილეობისათვის,”- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, საზოგადოებისთვის გასაგებად უნდა განიმარტოს, საბოტაჟის არსი, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.

,,საბოტაჟნიკები!

ხელისუფლებამ
ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის შექმნა სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყო პროცესში ჩართვის ხელმისაწვდომობა.

ამით ხელისუფლებამ ამოწურა, დემოკრატიული მმართველობიდან გამომდინარე საკუთარი ვალდებულებები.

ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია ხელისუფლების პატიჟი და ხვეწნამუდარა საბოტაჟნიკების მიმართ, მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

ხელისუფლება არც ვალდებული და არც უფლებამოსილია აიძულოს ვინმე გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება.

ოპიზიცია თვითონ წყვეტს სურს თუ არა ამ უფლებისა და შესაძლებლობის რეალიზება. სწორედ მან, ანუ დესტრუქციულმა ოპოზიციამ უნდა აუხსნას საზოგადოებას რა არის მუშაობის პროცესში არ მონაწილეობის ანუ საბოტაჟის მიზეზი.

იმის მიხედვით თუ რამდენად სარწმუნო და მისაღები იქნება ოპოზიციის არგუმენტები ამომრჩევლებისთვის, აისახება 2024 წლის არჩევნებში.

ხელისუფლებამ ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას, რომ მან ამოწურა საკუთარი ვალდებულება, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით, სამუშაო ჯგუფების შექმნით და ამ ჯგუფებში ოპოზიციისათვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფით. ხელისუფლების არც უფლება და არც ვალდებულებაა ვინმეს იძულება მასში მონაწილეობისათვის.

ასეთი ელემენტარული უფლების განმარტებისთვის სახალხო დამცველი უნდა იწუხებდეს თავს, მაგრამ როდესაც ის ყველაფერს პოლიტიკური მიზანშეწონილობით ზომავს და თვითონაც ფაქტობრივად საბოტაჟნიკების დამცველად არის გადაქცეული, ალბათ ეს ფუნქცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ან არაანგაჟირებულმა უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა უნდა აიღონ თავის თავზე.

საზოგადოებისთვის გასაგებად უნდა განიმარტოს, საბოტაჟის არსი, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება