fbpx

იქნებ გაბრძანდეთ რუსეთის მხარეს მდგომი ქოცები (და არა უბრალოდ ქოცები) ჩემი თაიმლაინიდან?-მახო ზავრაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ჟურნალისტი მახო ზავრაშვილი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას სოციალურ ქსელში მკაფიოდ აფიქსირებს და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს მოუწოდებს დატოვონ მისი პირადი გვერდი,რადგან მისი აზრით “ქართული ოცნება” რუსეთის მხარეს მდგომია. ( შეგახსენებთ – აღნიშნული ჟურნალისტი იმ მედიასაშუალების თანამშრომელია რომლის დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს პირადად გადასცა საჩუქრად წიგნი – იხილეთ ბმული სტატიის ბოლოში).

” 1.რადგან ვერ გაიგე(თ) აგიხსნი(თ)

ტელევიზია სადაც მე ვმუშაობ მაძლევს საშუალებას ვიდგე იმ მხარეს, რომელიც მე სწორად მიმაჩნია.

მე სწორად მიმაჩნია, ვიყო განდგომილ ქოცობას და ნაცობას.

მე სწორად მიმაჩნია, მომწონდეს დასავლეთი, მძულდეს რუსეთი და ამ ომში მხარს ვუჭერდე უკრაინას.

მე ვაკეთებ ყველაფერს ისე, როგორც ეს სწორია, როგორც მუშაობენ ცივილიზებულ სამყაროში ჟურნალისტები( შეიძლება რაღაცეები მეშლება), მაგრამ ამის გამო არავინ არც რამეს მიშავებს და არც სამსახურიდან გაგდებით მემუქრებიან. ( როგორც ეს შენ(თქვენ) გგონიათ).

იმედია გაიგებ(თ). თუ მაინც ვერ – ჩამრთე და მიყურე, უყურე ჩემს ჩართვებს, სიუჟეტებს და რეპორტაჟებს.

მადლობა.

2.დღეს მხოლოდ ქოცს შეუძლია იცინოს ნიუსზე, სადაც წერია რომ უკრაინამ ხერსონის კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლა.

მეზარება დაკონკრეტება, მაგრამ იქნებ გაბრძანდეთ რუსეთის მხარეს მდგომი ქოცები (და არა უბრალოდ ქოცები) ჩემი თაიმლაინიდან? “

– წერს მახო ზავრაშვილი.

https://www.kp.ru/daily/24216/418542/?fbclid=IwAR20MOJ0BYYh6pS4JXmtV_8OBK1Omq8vGuImcRlDf6_ZeJP2A-oJUHkK2sY

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება