fbpx

ნანა კაკაბაძე: სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა 2004 ში დააპატიმრა. ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი ავად ვარო? – მე არ გამიგია…ეს ისე შედარებისთვის

სულხანი ციხიდან გამოვიდა გამხდარი და უმძიმესი ავადმყოფი, რომელიც მკურნალობის მიუხედავად მალევე გარდაიცვალა. ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი ავად ვარო?-მე არ გამიგია…ეს ისე შედარებისთვის- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კაკაბაძე წერს, სულხან მოლაშვილი სასჯელს მე-7 საპყრობილის სარდაფში იხდიდა, რომელიც შსს შენობაში იყო განთავსებული. მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს სულხანი ციხის საავადმყოფოში.

„სულხან მოლაშვილი სააკაშვილის რეჟიმმა 2004 ში დააპატიმრა.
სულხანი სასჯელს მე 7 ე საპყრობილის სარდაფში იხდიდა, რომელიც შსს შენობაში იყო განთავსებული. მხოლოდ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოთხოვნის შემდეგ გადაიყვანეს სულხანი ციხის საავადმყოფოში.
საკანი რომელშიც სულხანი იჯდა სიგრძეში 3 ნაბიჯიც არ იყო, საკანში არ არსებობდა ელექტრო გაყვანილობა, არ ქონდა პატარა სარკმელიც კი სინათლის სხივს რომ შემოეღწია, იწვა რკინის ნარზე, რომელსაც მიშას ჯალათები ღამე ჩამოუწევდნენ და დილით აკეცავდნენ კედელზე, არ ქონდა რკინის სკამიც კი რომ ჩამომჯდარიყო. არ ქონდა ლეიბი და თეთრეული. “ბალანდის” საჭმელად ქონდა რკინის ჯამი (“მისკა”), მაგრამ არ ქონდა კოვზი ან ჩანგალი…ჩემთან შეხვედრის შემდეგ მათიას იორში(ევროპარლამენტარი საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომხსენებელი იმ დროს) ჩემი დაჟინებული თხოვნით, მივიდა სულხანის მოსანახულებლად, კარები რომ გამოუღეს, გარედან შესული სინათლის ეფექტზე სულხანი მუხლებში ჩაიკეცა და დაეცაო მოყვა იორშმა. იქიდან გამოსულ იორშსს ელენე თევდორაძისთვის უკითხავს: აი იქ რომ ჩამოხვალთ სტრასბურგში ამაზე რა პასუხი გაქვთო?(ეს თვითონ ელენემ მომიყვა, ის ახლდა მათიას იორშს ციხეში).
ვინმეს თუ გაგიგიათ დასავლეთიდან ხმა იმ სტრუქტურისა, რომელსაც იორში წარმოადგენდა?-მე არ გამიგია.
სულხანი გამოვიდა ციხიდან გამეათედებული, გამხდარი და უმძიმესი ავადმყოფი, რომელიც მკურნალობის მიუხედავად მალევე გარდაიცვალა.
ვინმეს თუ გაგიგიათ ციხიდან სულხანის წუწუნი ავად ვარო?-მე არ გამიგია…ეს ისე შედარებისთვის.
ნათელი მის ხსოვნას“- წერს ნანა კაკაბაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება