fbpx

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, სოლომონ ღორაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ეწყობა 7 ახალი სპორტული მოედანი , ხოლო რეაბილიტირდება -10. ახალი სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს : ზემო მაჩხაანში, ქვემო ქედში, სამრეკლოში , ზემო ქედში და ქ. დედოფლისწყაროში. არსებულ სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია უტარდება სოფლებში: არხილოსკალო, ქვემო ქედი, ფიროსმანი, სამრეკლო, გამარჯვება, ოზაანი, ხორნაბუჯი, არბოშიკი, მირზაანი და ქ. დედოფლისწყაროში. მუნიციპალიტეტის მასშტაბით

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება