მუხიანის აგარაკებზე, ექვს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, რაჭის ქუჩაზე კი წყალარინების ქსელი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ბორჯომის, ნეკრესის, დაისის,ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.ექვსივე ქუჩაზე 26 600 კვ.მეტრამდე ფართობი მოწესრიგდება.ბორჯომის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერისმოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.„მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ეს არისდასახლება, სადაც არანაირი კომუნიკაცია არ არსებობდა – არც სანიაღვრე და არცწყალარინების სისტემა. ტერიტორია მთლიანად მოუწესრიგებელი იყო.საავტომობილო გზაზე საუბარიც კი ზედმეტია. იმდენად რთული ვითარება იყო,საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ვერ მოძრაობდა. ეტაპობრივად დავიწყეთ ყველაქუჩის მოწესრიგება, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. დღეის მდგომარეობით,ინფრასტრუქტურული სამუშაოები შვიდ ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაცგლდანის გამგეობა ახორციელებს. მაისისთვის გვინდა, რომ პროექტიდავასრულოთ, რომლის შემდეგაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეძლებს,აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახუროს“, – განაცხადა კახაკალაძემ.საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 000 000 ლარიდაიხარჯება. ამასთან, რაჭის ქუჩაზე, 850 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელიეწყობა, რისთვისაც 564 000 ლარია გათვალისწინებული.ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკკალაძე და პარლამენტის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე იმყოფებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება