fbpx

„მოსამართლე“ მამუკა წიკლაურის სკანდალური და საეჭვო საქმეები, იმსახურებს სასწრაფო შესწავლას – დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მამუკა წიკლაურის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის ისტორიაშია არაერთი „სკანდალური და საეჭვო საქმე, რომლებიც აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას“.

„2021 წელი – თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა – მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი – 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი – პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი – მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2014 წელი – თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2013 წელი – კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება