fbpx

თელავის სასამართლოში მკვლელების და პედოფილების მფარველი მოსამართლე მუშაობს!-ზურა ქადაგიძე

კახეთში, თელავის სასამართლოში მკვლელების და პედოფილების მფარველი მოსამართლე მუშაობს! მამუკა წიკლაური არის ის „მსაჯული“, რომელიც გარეთ, ჩვენ შორის, უპირობოდ უშვებს ციხიდან მკვლელებს, ავაზაკებს და გამაუპატიურებლებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ უსამართლო გადაწყვეტილებების, რომელიც ამ კაცის კისერზე და სინდისზეა.

„მას რომ სინდისი ჰქონდეს, ასეთ ვერაგულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა. მოვუწოდებ შესაბამის სადისციპლინო კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ ჯალათის წინააღმდეგ!
2021 წელი – თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა – მოსამართლე მამუკა წიკლაური
2021 წელი – 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური
2021 წელი – პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური
2021 წელი – მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური
2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური
2014 წელი – თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა – მოსამართლე მამუკა წიკლაური
2013 წელი – კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა – მოსამართლე მამუკა წიკლაური“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.-0:00

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება